სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთწლიანი ხდება, _აღნიშნულის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ცვლილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
"პროფესიულ არმიაზე გადასვლის პირველი ეტაპის ფარგლებში დამტკიცდა ცვლილებები, რომლითაც 12 თვემდე მცირდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა, რომელიც აქამდე 15 თვით იყო განსაზღვრული", -განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდები, რომელებიც ეროვნულ გამოცდებში იღებენ მონაწილეობას, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ვადა იქამდე ექნებათ, ვიდრე გამოცდების შედეგებს არ გაიგებენ.