,,სახელმწიფოს მოწყობის შესახებ გადაწყევტილება საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იყოს მიღებული", -განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ რეფერენდუმის შესაძლო გამართვის კომენტირებისას.
"ზოგადად, რა ტიპის სახელმწიფო მოწყობა უნდა იყოს, საპარლამენტო რესპუბლიკა თუ საპრეზიდენტო, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იყოს მიღებული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საზოგადოებრივი აზრი უნდა იყოს გამოკითხული", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ, შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს.