თავდაცვის სამინიტროს დელეგაცია ავღანეთში იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავალებით, ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, არმიის სერჟანტი, ალუდა კოპალიანი და მინისტრის თანაშემწე ნოდარ ეფრემიძე იმყოფებოდნენ.
მათ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს საქართველოს მთავრობის და მინისტრის ახალი ინიციატივები გააცნეს. როგორც ცნობილია, სამხედროების ხელფასი 25%-ით გაიზარდა. ასევე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის საბანკო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია მოხდება.
საქართველოდან ჩასულმა დელეგაციის წევრებმა ჯარისკაცებთან იმ ახალ, გაუმჯობესებულ სადაზღვევო პაკეტზეც ისაუბრეს, რომელზე მუშაობაც ამ დროისთვის მიმდინარეობს.
სტუმრებმა ავღანეთში ყოფნისას ჰელმანდის პროვინციაში „შუკვანის", „ერთობის", „ლაზიკისა" და „შირგაზის" ბაზები დაათვალიერეს და 12-ე და 32-ე ბატალიონების საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნენ. მათ ქართველ სამხედროებს პირობა მისცეს, რომ საქართველოში დაბრუნებულებს გაუმჯობესებული სოციალური პირობები და ინფრასტრუქტურა დახვდებათ.