მოსკოველმა პოლიცილებმა ეთნიკური ჯგუფის ორი შესაძლო მონაწილე დააკავეს, რომლებიც დედაქალაქის მცხოვრებსა და სტუმრებს ძარცვავდნენ და კავკასიური იატაკქვეშეთისათვის უფლს ამ მეთოდის გამოყენებით აგროვებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედის რუსეთის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პირადი ჩხრეკისას ორ გაკავებულს ალან ალბოროვსა და დავიდ კარაევს ტრავმატიკული პისტოლეტები აღმოუჩინეს, ასევე დოკუმენტები და ძვირფასეულობა, რომელიც მამაკაცებს ძარცვის შედეგად ჰქონდათ.
"ოპერატიული მონაცემებით, ჯგუფის მონაწილეები თავდასხმებზე სპეციალიზირდებოდნენ და ნაზარცვ ფულს ჩრდილო-კავკასიის ფედერალურ ოლქში მოქმედ იატაკქვეშეთში აგზავნიდნენ", _ ნათქვამია რუსეთის შს სამინისტროს განცხადებაში.