საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. დაბა კოჯორში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი მაგალითია გმირობის, თავდადების, მაგრამ იუნკერებმა რაც გააკეთეს, ეს არის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, შეიარაღებული ძალებისთვის მაგალითი, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს, მხნეობას გვმატებს. დღეს ჩვენ ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ დაღუპულ იუნკერებს და ასევე ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორი შეიარაღებული ძლები გვეყოლება ხვალ, როგორი შეიარაღებული ძალები ჭირდება საქართველოს ათი წლის შემდეგ. იუნკერების მაგალითი ყოველთვის დარჩება ყველაზე უფრო მისაბაძ ნაბიჯად ქართველი სამხედროს ცხოვრებაში" - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ცერემონიას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. მათ დაღუპულ გმირთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი დეკანოზმა დავით ლონდარიძემ გადაიხადა.