საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა. მხარეებს შორის დიალოგი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შედგა.
გენერალ კნუდ ბარტელსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა 2014 წელს ავღანეთის მისიის დასრულების შემდეგ, საქართველოს როლზე ისაუბრეს. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.