ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მაკედონიის თავდაცვის მინისტრს ტალატ ხაფერს შეხვდა.
ირაკლი ალასანიამ მაკედონიის თავდაცვის მინისტრს კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მრავალწლიანი გეგმა გააცნო. მხარეებმა ნატოში ინტეგრაციის პერპექტივები და გამოწვევები განიხილეს.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა.