საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავსტრალიელ კოლეგას სტეფან სმიტს შეხვდა. შეხვედრა ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართა.
ავსტრალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას მხარეება ავღანეთის საერთაშორისო მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პოსტ-ISAF-ის პერიოდში ერთობლივი მოქმედებების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოსა და ავსტრალიის მხრიდან ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების გაწვრთნის საკითხებსაც.
„აქცენტი გადატანილი გვაქვს ავღანური ძალების გაწვრთნაზე და მათთვის გამოცდილების გაზიარებაზე. ასევე საუბარია, რომ კონვენციური ძალების შემადგენლობა შემცირდეს და არაკონვენციური ძალების რაოდენობა გაიზარდოს. შეიძლება იყოს საუბარი, სპეციალურ ოპერატიულ ძალებთან ჩვენს თანამონაწილეობაზე" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.