საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ორმხირვ შეხევდრებს განაგრძობს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. ირაკლი ალასანიამ ნატოს შტაბ-ბინაში ლატვიის თავდაცვის მინისტრს არტის პაბრიკს შეხვდა.
ირაკლი ალასანიამ ლატვიელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა ლატვიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავალო გეგმები დასახეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს.
დღესვე, დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრები ჩეხეთისა და ავსტრალიის თავდაცვის მინისტრებთან.
მასალის გამოყენების პირობები