დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიტველ კოლეგას ჯოუზას ოლეკას შეხვდა. შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა ლიტვასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითები და ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ ლიტვის მხრიდან საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს სამხედრო უწყებისათვის ლოგისტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრებმა თავდაცვის ტრანსფორმირების კუთხით ერთმანეთს გამოცდილებაც გაუზიარეს.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალთან, გენერალ ჯოზეფ დანფორდთან გამართავს შეხვედრას.