ქართული დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით ბრიუსელში გაემგზავრა. ირაკლი ალასანია ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან და მის მოადგილესთან, ასევე, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალთან, გენერალ ჯოზეფ დანფორდთან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.