დაღესტანში პოლიციის საგუშაგოზე მომხდარმა აფეთქებამ სამი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტროს სამმართველო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციის საგუშაგოზე აფეთქება სავარაუდოდ ბოევიკმა განახორციელა, რომელიც "ლადას" ტიპის ავტომობილით იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდა სამი დაღუპულისა, აღნიშნული აფეთქების შედეგად კიდევ სამი პოლიციელი მძიმედ დაიჭრა.
"დაღესტნის ხასავიურტის რაიონის შესასვლელში პოლიციის საგუშაგოზე ავტომობილი გააჩერეს და მფლობელის საბუთები მოითხოვეს. თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ მაშინ აამოქმედა", _ იუწყება რუსული მედია.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილ პოლიციელთაგან ორი რუსი ეროვნების იყო. ისინი ვოლგოგრადის ოლქიდან დაღესტანში იყვნენ მივლენილნი.