ხვალ, 12 თებერვალს, 15:30 საათზე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, ქ. ქუთაისში III ქვეითი ბრიგადის ბაზას მოინახულებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ალასანია ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნობა.
მისამართი: III ქვეითი ბრიგადის ბაზა, ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, პირველი შესახვევი.
მასალის გამოყენების პირობები