სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურის გაწვევის კოორდინირების სამსახურის უფროსის გოჩა ხარშილაძე განცხადებით, სავალდებულო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან.
მისივე ინფორმაციით, საგაზაფხულო გაწვევაზე 1 650-მდე წვევამდლს გაიწვევენ, რომელთაგან, 600-ის თავდაცვის სამინისტროში, 670-ის- შსს-ში, 365-ის კი - სასჯელაღსრულების სამინისტროში.
"გამოუცხადებლობა სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების მიზნით, გამოიწვევს 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას", - განაცხადა გოჩა ხარშილაძემ და აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გაწვევის 18 თვით გადავადება, რისთვისაც მსურველს 2 000 ლარის ოდენობის მოსაკრებელის გადახდა მოუწევს.
საგაზაფხულო გაწვევა 30 ივნისს დასრულდება.