დაღესტანში ჰუსეინ მაგომედოვი მოკლეს. მაგომედოვს 2010 წლის 29 მარტს, მოსკოვის მეტროპოლიტენში ტერაქტების ორგანიზება ედებოდა ბრალად. ტერაქტების დროს 40 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაზარალდა.
გამოძიების მიხედვით, მაგომედოვმა მიაცილა თვითმკვლელი ქალები - მარიამ შარიპოვა და ჯანეტ აბდულაევა რუსეთის დედაქალაქამდე და ტერაქტების დღესაც მათ ბრძანებებს აძლევდა. დადასტურებული ინფორმაციით, მაგომედოვი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.
2010-2011 წლებში, ამ ტერაქტთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა პირიც გაანადგურეს. მათ შორის, დაღესტნელი მებრძოლების მეთაური, მაგომედალი ვაგაბოვი, ასევე, მარიამ შარიპოვას ბიძაშვილი - მაგომედ აბდულაევი.
მასალის გამოყენების პირობები