სომხეთში 18 თებერვალს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა, ორი კვირით გადაიდოს. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ოვიკ აბრამიანმა პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატზე პარუირ აირიკიანზე თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა.
სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის მონაწილეობას ექმნება პრობლემა, არჩევნების გადადება შესაძლებელია ორი კვირით.
სომხეთის პარტიის" გაერთიანებული თვითგამორკვევა" ლიდერი პარუირ აირიკიანი ერევენში ტპაგრიჩნერის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის ამჟამად წმ. გიორგი განმანათლებლის სახელობის სამედიცინო ცენტრში იმყოფება.
"აირიკიანი სულიერად არ გატეხილა და სჯერა რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცის უფროსმა ვიგენ სარქსიანმა, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში მოინახულა.
სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილებისთვის ცეესკოს მიერ 8 კანდიდატია დარეგისტრირებული.