ჩეჩნეთში 12 მებრძოლი იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის, საველე მეთაურები მუსლიმ და ჰუსეინ გაკაევები, რომლებიც გროზნოს ტერაქტის ორგანიზატორებად იყვნენ გამოცხადებულნი. ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტრო იუწყება. დოკუ უმაროვის უახლოესი თანამებრძოლები სოფელ ელისტანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს.
ძმებთან ერთად, კიდევ ათი მებრძოლი იქნა ლიკვიდირებული, ხოლო მეორე მხრიდან ერთი პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ამ დროისათვის, მთელი რაიონი ბლოკირებულია.
გაკაევებს 2012 წლის 6 აგვისტოს, გროზნოში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორობა ედებოდათ ბრალად, რომელიც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ტერაქტის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაიჭრა. დაღუპულები და დაჭრილები სამხედროები იყვნენ.