რესპოდენტის შესახებ
- ბატონო ვალერიან, მედია-საშუალებები და პოლიტიკოსები ხშირად აცხადებენ, რომ სააკაშვილი საზოგადოებრივი ურთიერთობების (PR) შესანიშნავი ოსტატია. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? თუ ეთანხმებით, დაასახელეთ უკანასკნელ წლებში განხორციელებული ყველაზე მსხვილი PR კამპანიები.
- იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ასრულებს საკუთარ პოლიტიკურ კარიერას სააკაშვილი, მას შესანიშნავ PR ოსტატს ვეღარ ვუწოდებთ. პრეზიდენტის პოსტზე სააკაშვილის უკანასკნელი 2 თვე გამოირჩევა მისი PR მანქანის სრული დეგრადაციით, რომელიც ავტონომიურ რეჟიმში გადავიდა ფსიქოლოგიურ და ინფორმაციულ ომზე საკუთარ მოსახლეობასთან.
სააკაშვილი სულ უფრო ემსგავსება აუტანელ ბავშვს (ENFANT TERRIBLE), რომელსაც საყვარელი სათამაშო წაართვეს და რომელიც მის დასაბრუნებლად მზადაა, მთელს ქვეყანასაც კი გაუსწორდეს.
ნარატიული დეგრადაციის ნიშნები შეიმჩნევა პრეზიდენტის პრაქტიკულად ყველა საჯარო გამოსვლაში, რომლებშიც მისი პოლიტიკური ოპონენტები გვევლინებიან ოროსნების, გაუპარსავი ბითურების, ბანდერლოგების, მკვდრეთით აღდგომილი მუმიების, პედოფილიის ხელშემწყობთა და სხვათა სახით.
- როგორ ახერხებდა სააკაშვილი წარმატებული PR კამპანიის წარმართვას დასავლეთში? თუ თავად დასავლეთი იტყუებდა თავს საკუთარი სურვილით?
- როგორ ბრძანა პუშკინმა? "ტყუილს იოლად შემომაპარებთ, როცა თავად მსურს, მოვტყუვდე". დასავლეთი პირველად არ ემსხვერპლება საკუთარ ილუზიებს. მთელი XX საუკუნის პოლიტიკური ისტორია აღსავსეა ყველაზე ამაზრზენი რეჟიმებისადმი ხშირად აშკარა მაამებლობაში გადასული აღმაშფოთებელი მოწიწების ფაქტებით. გაიხსენეთ, როგორ აღტაცებას იწვევდნენ დასავლეთ-ევროპულ ინტელექტუალ ურელიტაში სტალინი, ჰიტლერი და მუსოლინი. გაიხსენეთ უკანასკნელი სკანდალი კადაფის ხელით დაფინანსებულ სარკოზისა და ბერლუსკონის საპრეზიდენტო კამპანიებთან დაკავშირებით და მაშინ ნათელი გახდება, რომ სააკაშვილის მომხიბვლელობა ბევრად უფრო ფერმკრთალია, ვიდრე ეს მავანთ შეიძლება მოეჩვენოს. სავალალო ევროპულ ტრადიციას დაუმატეთ რიტორის უდავო ნიჭი, ენების ცოდნა, ასევე უხვი ფინანსური ჯილდო, და მიიღებთ არამყარი წარმატების ფორმულას.
- მონაწილეობდნენ თუ არა ამ PR კამპანიებში ევროპელი, ამერიკელი და რუსის პეციალისტები?
- დიახ, მსმენია ამერიკელი, ევროპელი, ასევე რუსი ექსპერტების გამოყენების შესახებ სააკაშვილის მმართველობის სხვადასხვა პერიოდში. მთელი ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციების შესახებ ინახება ღია წყაროებში.
- როგორ და რატომ ახერხებდა სააკაშვილი საკმაოდ ცნობილი ადამიანების (მაგალითად, ჟურნალისტები და ა.შ.) გადაბირებას რუსეთში, ევროპასა თუ ამერიკაში?
- ოპერაში "ფაუსტი", ერთ-ერთ არიაში არის ასეთი სიტყვები: "ადამიანები ეწირებიან ლითონს!". მაშ, რატომ არ უნდა მოიხვეჭოს ადამიანმა ძვირფასი ლითონი, როცა ეს არავითარ მსხვერპლს არ მოითხოვს, მხოლოდ რეჟიმის მითოლოგიზაციას. მისტიფიკატორისა და მითების შემთხზველის ნიჭი ხშირად არც თუ ისე მოთხოვნადია ქვეყანაში, ამიტომ მისი გვერდზე, სხვაგან გამოყენება მხოლოდ ბუნებრივია. თუმცა, რასაკვირველია, ბევრი მათგანი, ვინც სააკაშვილს თანაუგრძნობს, ჩემში გულწრფელ სიმპათიას იწვევს და რომელიმე მათგანის ანგარებაში დადანაშაულება მე არ შემიძლია. ჭკვიანი, პრინციპული და პატიოსანი ადამიანები ხშირად გვევლინებიან საკუთარი ილუზიების მძევლებად. ჩემში გულწრფელ პატივისცემასა და, გარკვეულწილად, დაბნეულობას იწვევს არა რუსული ჟურნალისტიკის "წითური ეშმაკი", არამედ მისი დისიდენტობის ჟანა დ'არკი.
- დაახლოებით რა თანხები იხარჯებოდა PR კამპანიებზე ბიუჯეტიდან?
- ჩემ ხელთ არსებული მონაცემებით, რამდენიმე ასეული მილიონი წელიწადში. ამასთან, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების დონე ყველაზე დაბალია ევროპაში და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ასევე ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო სამჟამინდელი ხელისუფლება არ გეგმავს ასობით მილიონის დახარჯვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება თვითკმარია, არ უჩივის არასრულფასოვნების კომპლექსს და მას არ სჭირდება ასობით ათასი დოლარის გადახდა ერთი პუბლიკაციის გამოსაქვეყნებლად დასავლურ პრესაში, რათა იმავე პუბლიკაციიდან შეიტყოს საკუთარი უნიკალურობის, პროგრესულობისა და დემოკრატიულობის შესახებ. როგორც იქნა, დასრულდა მანიპულაციის მეთოდების, გაუთავებელი სიცრუის, სიყვარულისა და სიმართლის სამინისტროების, ჟამიანობის დროს ლხინისა და `ცხოველთა ფერმაში~ პარანოიდალური თვითტკბობის დრო.