საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოვიდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა განაცხადა, ყველა იმ სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, რომელიც დაიღუპება, მიუხედავად იმისა, ოჯახის მარჩენალი იყო თუ არა ეს სამხედრო პირი, მიეცეს პენსია.
პრეზიდენტის განცახდებით, სამხედრო მოსამსახურე თუ პენსიაზე გავიდა, მაგრამ უნდა სახელმწიფო სამსახური, სამხედრო პენსია შეუნარჩუნდეს და ეს ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს.
,,თუ სამხედრო პენსიონერი გავიდა პენსიაზე, მაგრამ მას უნდა სახელმწიფო სამსახური მას მაინც უნდა შეუნარჩუნდეს სამედრო პენსია", -განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ამისთვის ფინანსები ბიუჯეტს გააჩნია.
პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ ამ კანონპროექტთან დაკავშირებულ ფინანსურ დასაბუთებას საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს თავად წარუდგენენ.