25 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცნობილი ქართველი პიანისტი, ელისო ვირსალაძე და ცნობილი რუსი ჩელისტი, ნატალია გუტმანი დაუკრავენ.
პროგრამაშია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატები ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის.
ქართველი პიანისტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში მაყურებლის წინაშე 27 ოქტომბერსაც წარდგება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ტატიანა ჩერნიჩკა (რუსეთი), ოტავია მარია მაჩერატინი (იტალია), ალექსანდრ ოსმინინი (რუსეთი), მამიკონ ნახაპეტოვი (საქართველო).
პროგრამაშია ჰაიდნის, ლისტის, შუბერტის, შუმანის საფორტეპიანო ნაწარმოებები.