აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით მომავალი, ნავთობპროდუქტებით დატვირთული მატარებლის სამი ვაგონი-ცისტერნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მეხანძრეები ხანძარს ხუთი საათის განმავლობაში აქრობდნენ.
არსებული ინფორმაციით, მატარებელი ბაქოდან ბათუმის მიმართულებით მიდოდა.