ავღანეთში, ქართული ქვედანაყოფები, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მინისტრის თქმითვე, ქართველი სამხედროების ფუნქცია, ამიერიდან, მხოლოდ ავღანეთის უსაფრთხოების სტრუქტურებისა და ჯარის გაწვრთნით შემოიფარგლება. ამასთან, ქართველები ადგილობრივ კოლეგებს სამხედრო გამოცდილებასაც გაუზიარებენ.
ავღანელებს, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს სამხედრო აკადემიაში განათლების მიღებაც შეეძლებათ.