დაღესტანში სამი შენობა დაწვეს. შენობები მაგომედალი ამირხანოვის ოჯახს ეკუთვნოდა, რომელსაც ბრალად ედება შეიხ საიდ აცაევის მკვლელობა.
ამირხანოვის ნათესავები აცხადებენ, რომ შენობები გამიზნულად გადაწვეს. ზარალის საერთო ოდენობა, წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 3 მილიონ რუსულ რუბლს შეადგენს.
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ამირხანოვი გიმრის დაჯგუფებაში შედიოდა.