ჰელმანდში, საქართველოს პრეზიდენტის ბაზა შუკვანზე ყოფნისას, ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა, - აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცლებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სპეცკავშირის საშუალებით იმ საგუშაგოებს დაუკავშირდა, რომლებსაც თალიბების თავდასხმის მოგერიება შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ISAF-ის პროგრამაში მონაწილე ქართველ სამხედროებს შეხვდა და მათ ახალი წლის დადგომა პირადად მიულოცა.