საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის დადგომა ქართველ სამხედროებთან ერთად აღნიშნა.
თვდცვის საინისტროს ინფორმაციით, ახალ წელს ირაკლი ალასანია IV ქვეით ბრიგადაში შეხვდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მოგვიანებით I საარტილერიო ბრიგადაში გადაინაცვლა. ბოლოს კი ირაკლი ალასანია სპეციალური ოპერაციების ძალებს ეწვია. თავდაცვის მინისტრთან ერთად ქართველ სამხედროებს ახალი წლის დადგომა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მიულოცეს.
ირაკლი ალასანიამ სამხედროებთან შეხვედრისას 2013 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა. "მინდა სამხედრო შეიარაღებული ძალების ყველა წევრს, ყველა სამხედრო მოსამსახურეს მივულოცო ახალი 2013 წელი. ეს წელი იქნება ჯარზე ზრუნვის, ასევე, ჩვენს ვეტერანებზე ზრუნვის წელი. ეს იქნება წელი, როდესაც ჩვენ ყველა პირობას შევუქმნით ომში გმირულად დაღუპული მეომრების ოჯახებს. ეს ასევე იქნება წელი, რომელიც რეალურად შეიტანს გარდატეხას სამხედრო შეიარაღებული ძალების სწორი თავდაცვის დოქტრინის შემუშავებაში. მე მინდა ყველას 2013 წელს მშვიდობა ვუსურვო და ამ ბიჭების, შეიარაღებული ძალების ფუნქცია ამ მშვიდობის დაცვაა." - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა