მახაჩკალაში უკანონო შეიარაღებული ფორმირების შვიდი წევრი გაანადგურეს. ბოევიკებს მძევლად პატარა ბავშვი ჰყავდათ აყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის ანტიტეროტისტული კომიტეტის ინფორმაციით, ბოევიკები ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გამაგრდნენ. მოკლულია ბინის მეპატრონეები.
"ბოევიკების ბლოკირება ერთ ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. დანებების ბრძანებას მათ ცეცხლის გახსნით უპასუხეს. ამჟამად მოკლული ბოევიკების ვინაობა დგინდება. სავარაუდოდ, ყველა ისინი ყიზლარის დაჯგუფების წევრები არიან.", _
სამართალდამცავებმა მძევალი გოგონას გათავისუფლება შეძლეს. სპეცოპერაციის დროს ორი სამართალდამცავი დაიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები