თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტრო დატოვა და მუშაობას იუსტიციის სამინისტროში გააგრძელებს. ბურჭულაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. როგორც ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა განაცხადა ბურჭულაძის მოვალეობას ალასანიას ერთ-ერთი მოადგილე ზაზა ბროლაძე შეითავსებს.
,,ალექსანდრე ბურჭულაძე იუსტიციის სამინისტროში გადადის მინისტრის მოადგილედ. თეამ მაინც თავისი გაიტანა და წაგვართვა ბატონი ბურჭულაძე", -განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ბურჭულაძეს ირაკლი ალასანიას მოადგილის თანამდებობა 31 ოქტომბრიდან ეკავა.