თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე წარადგინა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის პოსტს ვლადიმერ ჩაჩიბაია დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ ჩაჩიბაია 1989-1991 რიგითი, სამხედრო საჰაერო ძალებში, 1991-1992 სერჟანტი, ეროვნული გვარდიაში, 1992-1993 - ოცეულის მეთაური, ეროვნული გვარდიაში, 1993 -1994 - სამხედრო აკადემიის კურსანტი, 1994-1995 - ქვეითი ოცეულის მეთაური, 25-ე ქვეითი ბრიგადა, 1995-1996 - დაზვერვის ბატალიონი, AGS-17 ოცმეთაური, 1996-1998 - დაზვერვის ბატალიონის ასმეთაურის მოადგილე, 1998-1999 - ცალკეული დაზვერვის ბატალიონის S-3 ოფიცერი (ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი) 1999-2000 - სწრაფი რეაგირების ძალები ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე (შეიარაღების სპეციალისტი), 2000-2001 - სწრაფი რეაგირების ძალები საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი, 2001-2002 - G-2 ის უფროსი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა, 2002-2003 - პირადი შემადგენლობის ოფიცერი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა, 2003-2005 - პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, 2004 - ქართული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაური ერაყში, 2005 - მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური, 2005-2006 გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი, 2006 - სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, 2006 - გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, 2007 - გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი, 2008 სექტემბერი - ნოემბერი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი, 2008 წლის ნოემბერი - 2009 წლის მარტი - შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი. მიღებული აქვს ჯილდოები: 1999 - მედალი საბრძოლო მიღწევისათვის, 2002- სახელობითი "მაკაროვის" ტიპის პისტოლეტი, 2006 - გენერალ მაზნიაშვილის მედალი , 2007 - სახელობითი "გლოკ-19"-ის ტიპის პისტოლეტი