გარდაიცვალა გენერალ-მაიორი რევაზ გურგენიძე, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს გენერალთა კლუბში განუცხადეს.
"საქართველოს გენერალთა კოჰორტამ კიდევ ერთი წევრი დაკარგა. გარდაიცვალა გენერალ-მაიორი რევაზ გურგენიძე. გენერალმა გურგენიძემ თავისი სამხედრო გზა კურსანტიდან გენერლობამდე ღირსეულად განვლო. იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბრძოლო მოქმედებების მონაწილე. სამშვიდობო ძალების საქართველოს მხრის სარდალი სამაჩაბლოში. იგი იყო ღირსეული ოფიცერი და სამშობლოს მეომარი. საქართველოს გენერალთა კლუბი მიუსამძიმრებს მის ოჯახს, სამშობლოს მეომართა კოჰორტას და სრულიად საქართველოს გენერალთა კლუბის წევრისა და ბრწყინვალე გენერლის გარდაცვალების გამო. დაე უფალმა და მისთა ანგელოზთა დაავანონ მისი სული სამშობლოს ზეციურ მებრძოლთა პანთეონზე და გაანათლოს მისი სული", - ნათქვამია გენერალთა კლუბის განცხადებაში. .