თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გარდაცვლილი სერჟანტის, ეკატერინე სამსონიძის ოჯახს უსამძიმრებს. როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სერჟანტ ეკატერინე ელგუჯას ასული სამსონიძის გარდაცვალების გამო, რომელიც დღეს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
1970 წელს დაბადებული ეკატერინე სამსონიძე მე-3 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის კავშირგაბმულობის საშუალებების აღმრიცხველი იყო. იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2003 წლიდან მსახურობდა. მას 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე, უმწიკვლო სამსახურისთვის მე-3 ხარისხის მედლით არის დაჯილდოებული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.