ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ჯარისკაცი ჯერ-ჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ 19 დეკემბერს, ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ჯარისკაცი ჯერ-ჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მიმდინარეობს ქართველი სამხედროს „ძიება-გადარჩენის" ოპერაცია, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობა.
„მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სამხედრო მოსამსახურის ოჯახი. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.
„ძიება-გადარჩენის" ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტის შესახებ კონკრეტული დეტალები არ სახელდება"- ნათქვამია სამინისტრის მოერ გავრცელებულ განცხადებაში.