მომავალი წლიდან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები გაუმჯობესდება. ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გააკეთა: „უახლოეს პერიოდში ქართველ სამხედროებს ექნებათ ახალი სადაზღვევო პაკეტი. ასევე, პრემიერ-მინისტრის უშუალო მითითებით, მომავალი წლიდან ავღანეთში მყოფ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს გაეზრდებათ ხელფასი. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმისათვის, რომ რეალურად ჩვენ შევუქმნათ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს როგორც სოციალური, ასევე საყოფაცხოვრებო პირობები. რაც მთავარია, მათ უნდა ჰქონდეთ ისეთი ტექნიკა და შეიარაღება, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა შეძლონ".
დღესვე, თავდაცვის მინისტრმა გაერთინებული შტაბის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ვაზიანის ბაზის ტერიტორია დაათვალიერა და საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.