თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვია, სადაც მეოთხე ქვეითი ბრიგადის ახალწვეულების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ირაკლი ალასანიამ ცერემონიალზე განცხადება გააკეთა.
მინისტრის თქმით, ყველა ჯარისკაცს უნდა ახსოვდეს რომ საქართველო მისი დასაცავია.
"ჩვენი დასაცავია საქართველო და ამას ისე უნდა მოვუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ ოჯახს და როგორც საკუთარ ცოლ-შვილს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა სიამაყით სავსე ვართ და გილოცავთ ამ დიდ და ყველაზე ძვირფას შეიარაღებული ძალების ოჯახში გაწევრიანებს. მინდა იცოდეთ, რომ მთავარი უნდა გახსოვდეთ - გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, საკუთარ თანამებრძოლებს", - განაცხადა ალასანიამ.
ალასანიამ ჯარისკაცებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ძალიან ვაჟკაც ახალგაზრდათა დიდი ჯგუფი შემოუერთდა, რომელიც კიდევ უფრო გაამდიდრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რაც ჩვენს ბრძოლისუნარიანობას გაზრდის.