"გაზპრომი" სომხეთისთვის გაზის ტარიფის გაზრდას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი არმენ მოვსისიანი ადასტურებს.
"გაზპრომთან" ახალ ტარიფთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო შედეგები დეკემბრის ბოლომდე იქნება ცნობილი"- განაცხადა მინისტრმა.
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისათვის სომხეთი 1000 კუბ/მ რუსულ გაზს 180 დოლარად ყიდულობს. სომხეთის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში სომხეთმა რუსეთიდან 1,095 მლნ კუბ/მ ბუნებრივი არის იმპორტი განახორციელა, რაშიც 240,84 მლნ დოლარი გადაიხადა, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ სომხეთის 1000 კუბ/მ აირში 220 დოლარს იხდის.
არაოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლისთვის, სომხეთის საზღვრამდე 1000 კუბ/მ გაზის ღირებულება 320 დოლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთი რუსულ გაზს, საქართველოს ტერიტორიის გავლით იღებს.