სამხედრო პოლიციაში სატელეფონო მიყურადების სამსახური გაუქმდება, - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,თავისუფალი დემოკრატების" ყრილობის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ალასანიას განცხადბით, სამხედრო პოლიციაში სატელეფონო მიყურადების სამსახური ხვალიდან, 10 დეკემბრიდან, გაუქმდება.
"იმ გამოცდილებით, რაც გავიარეთ ყველა ჩვენგანმა რეპრესიის, თვალთვალის, მოსმენის კუთხით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ გაუქმდეს სატელეფონო მიყურადების სამსახური სამხედრო პოლიციაში. ის გადაეცემა შინაგან საქმეა სამინისტროს და იქნება ერთ სტრუქტურაში საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ", - აღნიშნა ალასანიამ.