დღეს თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა საქართველოს სამხედრო უწყებას საჩუქრად ორი ერთეული „ლენდ როვერის"-ის მარკის საველე სარემონტო მანქანა და ერთი ერთეული "ფორდის" მარკის ცეცხლმქრობი საველე მანქანა გადმოსცა. გადაცემის საზეიმო ცერემონია ორხევის დასახლებაში მდებარე საავტომობილო ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის უწებისთვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადმოცემა, თურქეთის მხარესთან 2006 და 2008 წლებში ხელმოწერილი საგარეო სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. ქართული მხარის მხრიდან დოკუმენტს ხელი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი კერესელიძემ, ხოლო თურქეთის მხრიდან - თურქეთის გენერალური შტაბის ლოგისტიკური საკითხების ოფიცერმა, შტაბის მაიორმა აიჰან დოღრუოზიმ.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც უკვე მრავალი წელია თურქული მხარე ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ და არა მხოლოდ ლოგისტიკისა და საგარეო ფინანსური დახმარებების ფარგლებში. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ თანადგომას, რაც ქართველი სამხედროებისათვის საგანმანათლებლო კურსებით უზრუნველყოფასა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებით გამოიხატება" - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ.
მანქანების გადმოცემის საზეიმო ცერემონიას გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თურქეთის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა მურათ ბურანმა და სამხედრო ატაშემ