რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილემ ალი ტაზიევის საქმის მიმართ საბრალდებო დასკვნა დაამტკიცა და ბრალდებული, რომელიც ორგანიზაცია "იმარატ კავკაზის" ერთ ერთ ხელმძღვანელას ითვლება სასამართლოს წინაშ წარსდგება. ალი ტაზიევი ორგანზაციის ლიდერის დოკუ უმაროვის შემდეგ იერარქიულად მეორე პირად მიიჩნევა. ეს ორგანიზაცია კი 2010 წლის 8 თებერვალს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალი ტაზიევს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რვა მუხლით ედება ბრალი. მისთვის წარდგენილი ბრალდებებია: უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, შეიარაღებული ამბოხი, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვა, ბანდიტიზმი, ტერორისტული აქტი, იარაღის უკანონო დამზადება, სახელმწიფო მოხელისა სამართალდამცავების სიცოცხლის ხელყოფა.
გამოძიების ინფორმაციით, ჯერ კიდევ 1999 წლის შემოდგომაზე გროზნოში ყოფნის დროს, ის თავისი ინიციატივით, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის დარღვევით შექმნილი შეიარაღებული ფორმირების წევრი გახდა, რომელსაც იორდანიის სამეფოდან წარგზავნილი მართავდა.
ამის შემდეგ 2007 წელს იგი დოკუ უმაროვის მიერ შექმნილი უკანონო შეიარაღებული ფორმირების "იმარატ კავკაზის" წევრი ხდება.