"ბაჩო ახალაია ყველაზე მეტად ჯარში განვითარებულ მოვლენებზე წუხს", - ეს განცხადება ბაჩო ახალაიას მეუღლემ , ორგანიზაცია "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელმა, ანი ნადარეიშვილმა დღეს გააკეთა.
მისივე თქმით, ბაჩო ახალაია ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიაზრონ, რომ ჯარი ეკუთვნის ქვეყანას, ხალხს და მას დაფასება სჭირდება.
"ბაჩო ახალაია ყველაზე მეტად წუხს ჯარში განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ იმაზე, რომ ერთ დროს ელიტური და პატივსაცემი დანაყოფები, მათ შორის IV ბრიგადა საგამოძიებო იზოლატორად არის ქცეული და ის ინსტიტუტი, რომლის სიძლიერეზეც ქვეყანა არის დაყრდნობილი, კარგავს მოტივაციას და ფუნქციას", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.