თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი კანდიდატურა, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე წარუდგინა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანდიდატურის შერჩევა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად მოხდა.
თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ძნელაძეს უკვე მისცა პირველი დავალება - ნატო-ს სამხედრო კომისიის სხდომის მომზადება. ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეთანხმების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი რეფორმები უფრო სწრაფად განხორციელდება. პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. ბოლო პერიოდში ის იყო საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში. მანამდე სხვადასხვა პერიოდში ის მსახურობდა J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების სარდლობაში.
მასალის გამოყენების პირობები