ხვალ, 4 დეკემბერს, პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნები საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქციას გამართავენ. აქცია 12:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები პროკურატურას ჩეჩენი ლტოლვილის ახმედ ჩატაევის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ და პატიმრობიდან მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ანალოგიური მოთხოვნით, ჩეჩნებმა საპროტესტო აქცია, გუშინ, პანკისის ხეობის სოფელ დუისში გამართეს. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრისგან ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვეს. ჩეჩნებს აინტერესებთ, რატომ არ მიაჩნია მიზანშეწონილად იუსტიციის მინისტრს ახმედ ჩატაევის პატიმრობიდან გათავისუფლება, როცა მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მასალები მედიით უკვე გავრცელდა და შესაბამისი ჩვენებები პროკურატურასაც აქვს. გუშინ გამართულ აქციაზე ჩეჩნებს ჩატაევის მხარდაჭერისკენ დუისის ახალი მეჩეთის იმამმა ამურ ხანგოშვილმაც მოუწოდა.
შეგახსენებთ, პროკურატურა ახმედ ჩატაევს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებაში ადანაშაულებს. ჩატაევი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მომდევნო სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 6 დეკემბერს, 14:00 საათზეა დანიშნუ