აშშ საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აგრძელებს და მზადაა, საქართველოს თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენაში დაეხმაროს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინმა ამერიკა-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეთანხმებას ბარაკ ობამამ და მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში ჯერ კიდევ იანვარში მიაღწიეს.
"როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი იანვარში ვაშინგტონს სტუმრობა, შედგა შეთანხმება პრეზიდენტ ობამასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრამვებასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ჯარისკაცების ტრენინგსა და დაგეგმვის გაუმჯობესებაში, ასევე თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენაში, რომელიც საზღვაო და საჰაერო ტერიტორიების დაკვირვებას გულისხმობს", - განაცხადა ჟურნალისტებთან ერიკ რუბინმა.
შეგახსენებთ, რომ ერიკ რუბინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. რუბინი საქართველოს დღეს დატოვებს.