საქართველომ წელს პირველად ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება დაიწყო. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, ელექტროენერგიის ექსპორტი უკვე 4 მიმართულებით - აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა.
მისივე განმარტებით, რუსეთში ელექტროენერგიის გატანა, შესაძლოა, ზამთარშიც მოხდეს.
"ზაფხულში ელექტროენერგიის ჭარბი მარაგის ექსპორტის საშუალება მოგვეცა. ზფხულის ჭარბი მარაგი წელს პირველად აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში გავიტანეთ", - განმარტა ხეთაგურმა.
აღნიშნული საკითხით მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაინტერესრა.