საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ რუსული სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქვეუნისათვის "მთავარი საფრთხეა". განცხადება ამის შესახებ ალასანიამ "არსენალი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სპეციალური, ოპერატიული ძალების კომპონენტი. გადავიტანოთ აქცენტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე და საარტილერიო უზრუნველყოფაზე",_ აცხადებს ალასანია და აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემა რეგიონალურ საფრთხეებთან შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი.
მისივე თქმით, "მთავარი საფრთხე არის ჩვენს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული რუსეთის შეაიარაღებული ძალების მხრიდან ბრძოლის განახლების შესაძლებლობა".
"ამიტომაც აქცენტი უნდა გაკეთდეს მშვიდობის შესარჩუნებასა და საერთაშორისო საზოგადოებაზე, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტურობის გაძლიერებას", რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან 2008 წლის ომის შემდეგ არის განლაგებული.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ჯარის ბრძოლისუნარიანობა მაღალი უნდა იყოს.
"ჩვენ ჩვენი მოწინააღმდეგე თავს რომ დაგვესხას, ჩვენ მათ ისეთი პასუხი უნდა გავცეთ, რომ მან თავდასხმა გადაიფიქროს",_ აცხადებს ალასანია და აღნიშნავს, რომ საქართველოს ასევე აშფოთებს ჩრდილოკავკასიაში შექმნილი სიტუაცია.
"ჩვენ ანტიტერორისტული ოპერაციების სწრაფად ჩატარებისათვის მზად უნდა ვიყოთ", _ აცხადებს ალასანია.