"მტკვარი ჰესის" მშენებლობა 6 ნოემბერს, "ფარავანჰესის" კი დეკემბერში დაიწყება, _ ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ჰესების საკითხით პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაინტერესდა.
როგორც ხეთაგურმა განმარტა, "მტკვარი ჰესი" 41-მეგავატიანი იქნება და ის შესაბამისად მდინარე მტკვარზე აშენდება.
"ფარავანჰესს რომელიც ახალციხეში უნდა აშენდეს მისი სიმძლავრე 78 მეგავატი იქნება. ორივე ჰესის მშენებლობა 3-4 წელიწადში დასრულდება", _ განმარტა გილაურმა.