ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მშნებელობა 2010 წლის აგვისტოში დასრულდება, _ ამის შესახებ რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და განვითრების მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა. ის თელავიდან თბილისამდე 94 კილომეტრიან გზას 41 კილომეტრით შეამცირებს.
ვაზიანი - გომბორი - თელავის საავტომობილო გზა იწყება ვაზიანის დასახლებასთან და შუაში კვეთს სოფლებს: უჯარმას, პალდოს, ოთარაანთ კარს, სასადილოს, გომბორს, კობაძეს, თეთრწყლებს და მთავრდება ქალაქ თელავში. არსებული გზა ძირითადში გადის მთაგორიან ადგილებში და 45 კმ-ზე კვეთს გომბორის უღელტეხილს 1620 მ სიმაღლეზე.
გომბორის გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. გზის მშენებლობისთვის მსოფლიო ბანკიდან აღებული შეღავათიანი კრედიტით 75 მილიონი ლარი დაიხარჯება.