2010 წლის გაზაფხულიდან დასავლეთ საქართველოში ახალი მაგისტრალების მშენებლობა დაიწყება. როგორც რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და განვითრების მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პირველი მაგისტრალი ზესტაფონი სამტრედიის გზაზე გაკეთდება. მეორე კი აჭარის შემოვლითი გზა იქნება.
"აჭარის შემოვლითი გზა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს თურქეთის საზღვრამდე ქობულეთისა და ბათუმის გვერდის ავლით მივიდნენ", _ განაცხადა ტყეშელაშვილმა, რომლის განმარტებითაც აღნიშნული პროექტები დონორი ორგანიზაციების მიერ ფინანსდება.