"ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და სკანდალური პერსონაჟი, ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ საქართველოში დაბრუნდა. ის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს. "ვინმეს თუ სჯერა, რომ ის ხელისუფლებასთან გარიგების გარეშე ჩამოვიდა საქართველოში?" - ეს რეპლიკა ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთმა ექსმაღალჩინოსანმა, სოცქსელში გაავრცელა. ამ ვერსიის, რა თქმა უნდა, არავის სჯერა, თუმცა, ამ ეტაპზე, ოქრუაშვილთან მიმართებაში, საზოგადოებისათვის საინტერესო ამ კითხვის სხვაგვარი ინტერპრეტაციაა: რაზე გაურიგდა ის ახალ მთავრობას (თუ ეს გარიგება მართლაც არსებობს) და რას უნდა ველოდოთ პერსონისაგან, რომელზეც რამდენიმე წლის წინ, ქვეყნის პირველი პირი დიდ იმედებს ამყარებდა და მარადიულ მინისტრობას ჰპირდებოდა, თუმცა, ეს მანამ, ვიდრე საქართველოს უახლესი მატიანის პოლიტსცენის ამ ორ ამბიციურ მოთამაშეს შორის, შავი კატა გაირბენდა.
ოქრუაშვილი, რომელიც 2003 წლის ცვლილებების შემდეგ, ქართულ საზოგადოებას ჯერ "ბორდელებთან" მებრძოლად წარუდგა, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი გავლენის მქონე, ქარიზმატულ თავდაცვის მინისტრად, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამბიცია ჰქონდა, დღეს, ქართული საპყრობილის პატიმარია, ხოლო საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება ვისზე და რაზე ალაპარაკდება ექსმინისტრი და მიაღწევს თუ არა მისი სავარუდო კომპრომატები ქვეყნის პირველ პირამდე. როგორც ჩანს, ახალ ხელისუფლებას ოქრუაშვილის დაკითხვა დიდი ხნის მანძილზე მოუწევს. პროცესი, შესაძლოა, თვეებიც გაიწელოს. მისი დაპატიმრება კი, ცხადია, არ შეუშლის ხელს, რომ ექსმინისტრმა სააკაშვილის მოწინააღმდეგეებთან ითანამშრომლოს, რომლებიც დღეს ქვეყნის ხელისუფლებაში არიან. როგორც ჩანს, ოქრუაშვილმა, რომელსაც თაყვანისმცელები სასამართლო დარბაზში ტაშით შეეგებნენ, განსაზღვრული გარანტიები მიიღო.
ოქრუაშვილი, რომელიც გადადგომიდან ერთი წლის შემდეგ, ოპოზიციონერის ამპლუაში საკმაოდ ეფექტურად დაბრუნდა, სააკაშვილისთვის დიდ საფრთხეს რომ ქმნიდა, ეს თავიდანვე ნათელი იყო. ფაქტია, რომ მისი მოშორების შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ შეიცვალა: ოქრუაშვილის დისკრედიტაციით და შემდეგ პატარკაციშვილის ჩამოშორებით, სააკაშვილმა მაშინ სრულიად ოპოზიციის იდეის დისკრედიტაცია მოახდინა. საქართველოში პერიოდულად ვრცელდებოდა ხმები, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაბრუნებას აპირებდა, თუმცა, 2011 წლის გაზაფხულზე, ეს დაბრუნება არ შედგა. არეულობების ფიგურანტებს კი, როგორც ცნობილია, ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ოქრუაშვილმა მილიარდერის მიმართ მკვეთრი განცხადებები გააკეთა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიანც ვრცელდებოდა ჭორები მათი პოლიტიკური ორგანიზაციების შესაძლო გაერთიანების შესახებ. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბოლო ხანს, ყოფილი მინისტრის შესახებ, ფაქტობრივად, არც არავინ საუბრობდა. ამიტომ საზოგადოებისა და ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებისათვის, სტამბოლის რეისით, ბიძასთან ერთად ჩამოფრენილი ოქრუაშვილის საქართველოში გამოჩენა, როგორც ჩანს, დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ეს პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლის პათოსზეც აისახა. ქვეყნის პირველი პირი, რომელიც უკანასკნელ ხანს ზოგადად, საზოგადოებაში გამოჩენას და რიტორიკის ტონით საუბარს ერიდებოდა, "გაბრაზებული" ალაპარაკდა.
ოქრუაშვილის მხარდამჭერები, მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ მათი ლიდერი მზადაა წარდგეს სასამართლოს წინაშე და საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. რაც შეეხება თავად ყოფილ დევნილს, ის არც მალავს, რომ ახალი ხელისუფლების მიმართ სიმპათიები გააჩნია. "უკანასკნელ წლებში მე მქონდა ორი მიზანი - მიშას გაძევება და სახლში დაბრუნება. პირველი თითქმის ფინიშამდეა მისული, რაც შეეხება მეორეს, აქაც გადავდგი უკვე ნაბიჯი" - დაახლოებით ასეთი ტექსტით გამოვიდა დაბრუნებული ექსმინისტრი.
ოქრუაშვილი, როგორც ჩანს, საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებულია. ახლა ყველას აინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვან კომპრომატებს და მტკიცებულებებს ფლობს ის პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ. მედიაში უკვე გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ყოფილი მინისტრის გამოყენება სურთ, როგორც მოწმისა, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ეჭვები არსებობს, მოკლულია.
ოქრუაშვილის მოწინააღმდეგეები, ამ დროისათვის, დაბნეულები არიან. ერთადერთი რაც გაახსენდათ, ყოფილი თავდაცვის მინისტრის უხეში გამონათქვამია ჯარის მიმართ, "თქენი მოგებული ომის დედაც".. თუმცა, ეს კომპრომატი ოქრუაშვილის წინააღმდეგ რომ არ გამოდგება, ყველამ იცის. თუ ყოფილი მინისტრი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს, ის ციხიდან გათავისუფლდება, თუმცა, როგორც ჩანს, მანამდე ქართულ საზოგადოებას საკმაოდ ხანგრძლივი და სანახაობრივი პროცესი ელის, რომლიც ფინალის შესახებაც, ამ დროისათვის პროგნოზების გაკეთება რთულია.

"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი
ავტორი: . .