ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ასევე საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ხვალ დაინიშნებიან
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ასევე საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ხვალ, 23 ოქტომბერს დაინიშნებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განუცხადა.
მინისტრს დეპარტამენტების ახალი ხელმძღვანელების ვინაობა არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, მათი ვინაობა საბოლოოდ დღეს შეჯერდება.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროშო რეორგანიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო და 21 ოქტომბერს დასრულდა. მის ფარგლებში პრივატიზაციისა და ქონების მართვის სააგენტოები გაერთიანდა და სწორედ აღნიშნულის ფარგლებში შეიცვალა სამინისტროს დეპარტამენტების ძველი ხელმძღვანელობაც.