დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მინისტრმა ნატო-ს წარმომადგენელთან საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერპექტივები განიხილა. საუბარი შეეხო ასევე ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილ ვიზიტს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 12-14 ნოემბერს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებიან. ვიზიტის ფარგლებში ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილია შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან და მის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან.