საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ავღანეთში ISAF-ის მისია დაასრულა . 23-ე ბატალიონის ბოლო ნაკადი 246 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით სამშობლოში წუხელ დაბრუნდა.
ჯარისკაცებს ალექსეევკის სამხედრო აეროპორტში დახვდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე და ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი.
ვიცე პოლკოვნიკ რომან ჯანჯულიას მეთაურობით 23-ე ბატალიონი საქართველოში დანაკლისის გარეშე დაბრუნდა. ბატალიონი ავღანეთში პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირებას ახორციელებდა. 23-ე ბატალიონს მე-12 ბატალიონი ჩაანაცვლებს, რომელსაც ავღანეთში ბრძოლის გამოცდილება 2010 წელს უკვე აქვს.